აშშ-ს ფინანსურ რეგულაციებზე პასუხისმგებელ კომიტეტს ახალი, კრიპტოს მიმართ პოზიტიურადგანწყობილი სენატორი, სინტია ლუმისი შეურთდება. აღნიშნული პალატა უზრუნველყოფს საბანკო, გარემოს დაცვითი და კომერციული საკითხების მოგვარებას. ისინი მასპინძლობდნენ Facebook-ის ხელმძღვანელობასთან განსახილველ საკითხებს სტაბილკოინის ციფრულ დოლართან დაკავშირებით.
მედიასთან საუბრის დროს, სინტია ლუმისმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს თანამდებობას საბანკო სექტორში ციფრული აქტივების კანონმდებლობების მაქსიმალურად დასახვეწად.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაიომინგი ლიდერობს ფინანსური ინოვაციების მიმართულებით. საბანკო კომიტეტში ჩემი როლის დახმარებით, იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდილებას გავითვალისწინებ და ფედერალურ მარეგულირებელთან ვითანამშრომლებ ციფრული აქტივების რეგულირების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, წავახალისებთ ინოვაციებს და არ ჩავახშობთ მათ”,-აღნიშნა სინტია ლუმისმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენელთა პალატა, განსაკუთრებით ფინანსური მომსახურების კომიტეტი, დიდი ხანია გამოირჩევა კრიპტოვალუტებით დაინტერესებული მრავალი წევრით და Blockchain-ზე ფოკუსით. მიუხედავად ამისა, სინტია ლუმისი არის პირველი სენატორი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არის ბიტკოინის მფლობელი და ყოველთვის გამოხატავს ციფრული ვალუტისადმი პოზიტიურ განწყობას.