Microsoft-მა Blockchain ტექნოლოგია ავსტრალიაში ნიადაგის ნახშირბადის კრედიტების შესაძენად გამოიყენა.
Regen Network–თან ერთად Cosmos–ის Blockchain-ზე აგებული CarbonPlus Grassland-ის კრედიტები თავდაპირველად გაიცა სამხრეთ უელსის ორ რანჩოზე, სადაც მოხდა 43,338 ტონა ნახშირის, Blockchain კრედიტით შეძენა. ნახშირბადის კრედიტები გამოიყენება ნიადაგის საზომად, რაც გულისხმობს ატმოსფერული ნახშირორჟანგის აღებასა და მისი ნიადაგში არსებობის პროცესის შესწავლას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ცხოველთა კეთილდღეობას, ნიადაგის სიჯანსაღესა და ზოგადად ეკოსისტემის მონიტორინგს.
გაცემული კრედიტები ნახშირბადის მოპოვებისათვის, თავდაპირველად Wilmot Cattle Co-სთვის იყო გაცემული, თუმცა მოგვიანებით ის Microsoft- მა გამოისყიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Wilmot- ის მეურნეობებმა 4,5% -მდე დაიყვანა ნიადაგის ორგანული ნახშირბადის კონცენტრაცია, რაც მიღწეული იქნა საძოვრების მართვით. ნიადაგის ორგანული ნახშირბადის იდეალური კონცენტრაცია კი 4%-დან 6%-მდეა.
Microsoft-მა 2020 წელს განაცხადა, რომ ის შეეცდება ნახშირბადის კვალი ნულამდე დაიყვანოს აღნიშნულ ტერიტორიაზე 2030 წლისთვის. უფრო მეტიც, კომპანია ასევე მიზნად ისახავს ნახშირბადის მოცულობის აღმოფხვრას, რომლის წარმოებაზეც იგი პასუხისმგებელია 1975 წლიდან.