შვეიცარია კრიპტო და Blockchain ინდუსტრიის განვითარებას განაგრძობს

0
1266

შვეიცარიის კრიპტო და Blockchain მარეგულირებელი სისტემის პირველი ფაზა პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

გუშინ კი, ძალაში შევიდა შვეიცარიის Blockchain კანონის პირველი ნაწილი, რომელიც კომპანიების რეფორმას, უფრო კონკრეტულად კი ლიცეზირებას გულისხმობს.

შვეიცარიის Blockchain კანონის მეორე ნაწილი მოიცავს ქვეყნის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან განახლებას. აქტის ეს ნაწილი კრიპტოვალუტების ბირჟებისთვის იურიდიულ მხარდაჭერას გულისხმობს.

ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გაფართოებული მარეგულირებელი სისტემა კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიისთვის.

Swissinfo–ს ანგარიშის თანახმად, ახალი მარეგულირებელი პარადიგმის განხორციელება ხელს შეუწყობს შვეიცარიის კრიპტო და Blockchain სექტორის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია რომ, ინდუსტრიის დაინტერესებული მხარეები გაფართოებული ფინანსური და კორპორატიული რეფორმებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან. მაგალითისთვის, Blockchain-ზე დაფუძნებული ფასიანი ქალაღლდების გამოშვება ქვეყნის ციფრული ინოვაციის პოპულარიზაციზე მიანიშნებს.

ცხადია, კანონი შვეიცარიას განვითარებად ციფრულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ყველაზე მსხვილი საწარმოების თვითრეგულირების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ შვეიცარიის კომპანიების გარკვეულ ნაწილს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნლოგიასთან ჰქონდა კავშირი.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა 88-ს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი