ნიდერლანდების მარეგულირებელს მომხმარებლების მიმართ ახალი მოთხოვნა აქვს

0
1649

ნიდერლანდების კრიპტო ბირჟის მომხმარებლები ახალი მარეგულირებელი წესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ნიდერლანდებში განთავსებული კრიპტო ბირჟის, Bitstamp– ის კლიენტები იუწყებიან, რომ ახლა მათ მოუწევთ კიდევ უფრო მეტი მარეგულირებელი წესის დაცვა. ახალი წესები მომხმარებლების მხრიდან თანხის მისაღებად დამატებითი ოპერაციების შესრულებას მოითხოვს.

Twitter-ის პოსტის თანახმად, Bitcoin Marcus-ი (Bitstamp-ის მომხმარებელი) აცხადებს, რომ ნიდერლანდებში ანგარიშის მფლობელებს იანვრის ბოლომდე აქვთ ვადა, რათა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტები.

დამატებითი დოკუმენტების წარდგენა KYC-ს (იცნობდე შენს მომხმარებელს) პროტოკოლის ნაწილია. მომხმარებლებს კი მოეთხოვებათ, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია ქონების, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

Bitstamp– ის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები მოიცავს თანხების წყაროს დასახელებას. ეს ეხება, როგორც ტრადიციულ ისე ციფრულ ვალუტას.

აღნიშნული რეგულაცია კი მომხმარებელს აიძულებს გამოავლინოს ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორიცაა ხელფასის ოდენობა, ან მის მიერ ადრე განხორცილებული ინვესტიციების სრული ანგარიშები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი