ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, ციფრული ვალუტა გამოუშვას

0
1192

ინდოეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შესწავლის შესაძლებლობას განიხილავს.

მიუხედავად ამისა, ბანკი კვლავ ამტკიცებს, რომ ინდოეთში სამთავრობო ორგანოები და მარეგულირებლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი კრიპტო სექტორის მიმართ.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტო ბიზნესის აკრძალვის გაუქმებიდან ერთი წლის შემდეგ დამოკიდებულება და პოზიციები ოდნავ შეარბილა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების პოზიციების გამყარებასთან და ცოდნის განვითარებასთან ერთად სახელმწიფოც ცდილობს მოსახლეობის ინტერესების მიხედვით მოქმედებას.

RBI–ს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად: “ბანკი იკვლევს შესაძლებლობას, საჭიროა თუ არა ტრადიციული ვალუტის ციფრული ვერსია.” ბანკმა დაამატა, რომ საჭიროების აღმოჩენის შემთხვევაში შეისწავლის ციფრული ვალუტის გამოყენების გზებს.

რა თქმა უნდა, ინდოეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში სტაბილკოინის შექმნა იგულისხმება.

ოფიციალურ განცხადებაში ბანკმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა მოიხსენია, როგორც იურიდიული საშუალება ქვეყანაში, მაგრამ ასევე უწოდა მას ”ცენტრალური ბანკის ვალდებულება, რომელიც ციფრული ფორმით იქნება წარმოდგენილი”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი