ამერიკის შეერთებული შტატების ონკოლოგიური დაავადებებთან ბრძოლის საზოგადოებამ Crypto Cancer Fund-ი დააფუძნა.
კრიპტო საჩუქრების კომპანია The Giving Block-თან თანამშრომლობით საზოგადოებამ შექმნა კრიპტო ფონდი, რომელიც წლის პირველი ნახევრისთვის მინიმუმ ერთი მილიონი აშშ დოლარის შეგროვებას ცდილობს, რათა მიმდინარე კვლევითი ინიციატივები დააფინანსოს.
ამერიკის ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოების განცხადების თანახმად, 2020 წელს სიმსივნური დაავადებების კვლევის დასაფინანსებლად შემოწირულმა თანხამ 50%-იანი ვარდნა განიცადა.
2020 წელი აშშ-ს ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მცირებიუჯეტიანი წელი აღმოჩნდა. აღნიშნულს მიაწერენ COVID-19– ის მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე.
ფინანსების მოზიდვაში ფონდს პანდემიამ ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა.
”კრიპტო საზოგადოების კონტრიბუცია ხელს შეუწყობს გადამწყვეტი კვლევის დაფინანსების აღდგენას ახალი აღმოჩენებისა და უკეთესი მკურნალობისთვის, ოჯახისა და მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხანში, ფონდი შემოწირულობას მიიღებს: ბიტკოინით, Bitcoin Cash-ით, ეთერიუმით, ლაიტკოინითა და Zcash-ით.