ირანის ხელისუფლება ქვეყანაში ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტის გამო მაინერებს ადანაშაულებს

0
1174

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დროს ირანში მაინინგის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იაფი ელექტროენერგიის ტარიფებთანაც.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, კრიპტოვალუტის მოპოვება ქვეყანაში ყოველთვის კარგ ტონად არ მიიჩნეოდა. ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ მინიმუმ ათასი უკანონო მაინინგის კომპანია დახურა.

თუმცა გაჩნდა სხვა პრობლემაც, რაც ქვეყნის დიდ ცენტრებში ელექტროენერგიის ხშირ გათიშვაში ვლინდება.

ხელისუფლებამ ბიტკოინის მაინერები ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებაში დაადანაშაულა. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მთავრობა უბრალოდ ეძებს მიზეზს, რათა ელექტროქსელის მოძველებული სისტემების გამოცვლა არ სურს.

Associated Press-თან ინტერვიუში ირანის გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, კავე მადანმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი “მარტივი მსხვერპლი” იყო. მთავარი მიზეზი კი ელექტროქსელების გაუმართავობაა.

შეგახსენებთ რომ, ელექტროენერგიის ფასები ირანში საკმაოდ იაფია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ერთი კილოვატი საათი დაახლოებით 0.005 დოლარი ღირს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი