ნებრასკას სენატორი კრიპტოვალუტის შესახებ ორ კანონპროექტს ამზადებს

0
1472

როგორც ცნობილი გახდა, ნებრასკას სენატორი ციფრული ვალუტის კანონპროექტებზე მუშაობს. კანონპროექტების მიხედვით, სახელმწიფო ბანკები კრიპტოვალუტების დაცვის უფლებით იქნებიან აღჭურვილნი.

ნებრასკას შტატი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წესდების შექმნას, ზედამხედველობასა და მყარი მარეგულირებელი სტრუქტურის არსებობას.

”ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები FinTech-ში”,-განაცხადა სენატორმა, მაიკ ფლოდმა.

ნებრასკის შტატის სენატორმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორი ახალი კანონპროექტის იდეა გააჟღერა. განცხადების მიხედვით, შტატი FinTech კომპანიების უსაფრთხო თავშესაფარი გახდება.

ორივე კანონპროექტი სახელმძღვანელო მითითებებს ასახავს. მითითებების მიხედვით, სახელმწიფო ბანკებს ციფრული აქტივების დაცვა შეეძლებათ.

ამ ეტაზე არ არის ცნობილი ზუსტად რას გულისხმობს “ციფრული აქტივების დაცვა”. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტატი კრიპტო სექტორის არა აკრძალვის, არამედ განვითარების მომხრეა.

შემოთავაზებული კანონპროექტი სავარაუდოდ, კომიტეტში გადავა მოსმენაზე, სადაც ამჟამად რესპუბლიკელი დეპუტატების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დემოკრატებისა.

რა თქმა უნდა, ნებრასკა ერთადერთი შტატი არ არის, რომელიც ციფრული ვალუტით არის დაინტერესებული. ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში ნიუ-ჯერსის შტატი კანონპროექტზე მუშაობდა, რომლის მიხედვით, ციფრული ვალუტის ბიზნესს სათანადო ლიცენზიის მიღება მოეთხოვებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი