“Rick and Morty“ უინკლევოსების პლატფორმაზე განთავსდა

0
1118

ჯასტინ როილანდი ცნობილი ანიმაციური ფილმის “Rick and Morty-ის“ თაანაავტორია, რომლის ნამუშევარი ტყუპი ძმების, ტეილორ და ქემერონ უინკლევოსების მიერ შექმნილ ციფრული ხელოვნების პლატფორმაზე მოხვდა.

ანიმაციური ფილმი მალევე გაიყიდა. “Rick and Morty-ის” ღირებულებამ კი 150,000 ამერიკული დოლარი შეადგინა.

უინკლევოსების პლატფორმის მსგავსია Async Art-ი და Volatility.art-ი.

აღსანიშნავია რომ, Async Art-ის საშუალებით ბევრი მხატვარი დებს თავის ნამუშევრებს Blockchain-ზე გასაყიდად. ხოლო Volatility.art არის ადგილი, სადაც მაყურებელს შეუძლია ნახოს ნამუშევრები, რომლებიც იყდება ბიტკოინზე. ნამუშევრები განთავსებულია ბიტკოინის ფასის ყოველდღიური ცვლილების შესაბამისად.

შეგახსენებთ რომ, 2018 წლის ივნისში Blockchain-ის პლატფორმამ, Maecenas-მა მსოფლიოში ხელოვნების ნამუშევრების პირველი კრიპტოაუქციონი გამართა.

გასაყიდად გამოტანილი ენდი უორჰოლის ნამუშევრის, “14 მცირე ელექტრო სკამის”, შეძენა ბიტკოინითა და ეთერიუმით იყო შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი