კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1261

წინა კვირას კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა, როგორც ფასის მატების ისე, კლების ტენდენციაც.

ბიტკოინი

15 იანვარს ბიტკოინის ფასმა 39.500 დოლარის დონე დასძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტამ ეს დონე დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა. დღის ბოლოს ფასი 36.800 დოლარამდე შემცირდა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ციფრული ვალუტის კურსი 34.000-სა და 37.800 დოლარს შორის მოძრაობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 30.000 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტების თქმით, თუკი ბიტკოინის ფასი 41.000 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 50.000 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ეთერიუმი

წინა კვირის განმავლობაში ეთერიუმის ყველაზე მაღალი ფასი 1.290 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი 1.420 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელი დონე 1.675 დოლარი იქნება.

ეთერიუმის ფასი შემცირდება, თუკი კურსი 1.079 დოლარამდე დაეცემა. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 900 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ალტკოინზე ივაჭრონ იქამდე, სანამ ფასი შემცირებას დაიწყებს.

რიპლი

16 იანვარს რიპლის ფასი 0.30 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ალტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რიპლის 0.38 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუკი რიპლის ფასი 0.38 დოლარს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 0.41 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასმა 11 იანვარს მიაღწია უმაღლეს დონეს, როდესაც ალტკოინის ფასი 603 დოლარზე დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ის კურსის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. თუკი ალტკინის ფასი გაიზარდა მომდევნო დონე 631 დოლარი იქნება.

ფასის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი 370 დოლარამდე შემცირდეს.

ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 500 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ექსპერტები ტრეიდერებს ინვესტიციების განხორციელებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 144 დოლარის ზღვარი გადალახა. ეს ცალსახად არის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. 18 იანვარს ალტკოინის ღირებულება 149 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რომ კურსი 157 დოლარამდე გაზარდოს.

თუმცა მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კლების ტენდენციაც მოსალოდნელია. თუკი ალტკოინის ფასი შემცირდება ლაიტკოინის კურსი 130-სა და 160 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის კლებამდე დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი