ანალიტიკოსების ნაწილი პროგნოზირებს, რომ 2021 წელი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის წარმატებული იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინის ფასი იზრდება, რასაც ყველა არსებული პროგნოზი ვარაუდობს, და ოქროც იმყარებს ადგილს, ამიტომ მსოფლიო საინტერესო ჭიდილის მომსწრე გახდება. ანალიტიკოსის აზრით, 2021 წელი ფინანსური სექტორისთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.
კრიპტოვალუტის მხარდამჭერმა მარკ იუსკომ განაცხადა, რომ ინვესტორები მართავენ გრძელვადიან ღირებულებას, სპეკულატორები კი მიმდინარე ფასს. შესაბამისად, მისი აზრით, კრიპტოვალუტის გობალურ ეკონომიკურ წარმატებას ინვესტორები განსაზღვრავენ მომავალში.
ოთხშაბათს, 6 იანვარს ბიტკოინის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 35.776 დოლარზე დაფიქსირდა.
თუმცა ბიტკოინმა ეს ნიშნული დღის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ღირებულება 34.990 დოლარის დონეს დაუბრუნდა.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ოპტიმისტურად უყურებს ფასის მოკლევადიან ტრაექტორიას.
იმისათვის რომ, ბიტკოინმა ფასის გაზრდა მოახერხოს მნიშვნელოვანია, რომ კურსმა სიმყარე შეიძინოს. თუკი ბიტკოინი მოახერხებს 35.000 დოლარის შენარჩუნებას ფასის მატება 36.000 დოლარზე გარდაუვალი იქნება.