მალტაზე დაფუძნებული მუსიკის პლატფორმა კრიპტოვალუტას იყენებს

0
1157

მალტაზე დაფუძნებულმა კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის დახმარებითაც, თითოეულ ახალ გამოშვებულ ტრეკს მოჰყვება გარკვეული რაოდენობის ბიტკოინი.

მსმენელებს კი მისი გადმოწერისას შეუძლიათ ისარგებლონ კრიპტოვალუტით, რადგან გადმოწერაში გადახდილი თანხის 50% უკან დაუბრუნდებათ ბიტკოინის სახით.

კომპანია არის კრიპტოვალუტაზე მომუშავე მუსიკალური პლატფორმა. იდეა ეკუთვნის გაი ჯეის, რომელმაც მალტაზე დაარსა კომპანია Cotton Eyes-ი.

”მე ყოველთვის მაინტერესებდა ახალი მუსიკალური ტექნოლოგიები და სერვისები, რომლებიც შემსრულებლების შემოსავლის ნაკადებსა და გულშემატკივართა ჩართულობას გაზრდიდა”,-აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ რომ, 50 Cent გახდა პირველი რეპერი, რომელმაც გადახდის საშუალებად ბიტკოინის მიღება დაიწყო.

ბიტკოინით შესაძლებელი იყო რეპერის მეხუთე ალბომის “ცხოველების ამბიციის” შეძენა, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. 2014 წელს ალბომის ღირებულებას 5.50 დოლარი ანუ 0.0088 ბიტკოინი შეადგენდა. ბიტკოინით ალბომის ყიდვის იდეამ რეპერი “ფინანსურ გენიოსად” აქცია.

კურტის ჯექსონმა “ცხოველთა ამბიციის” გაყიდვით 700 ბიტკოინი დააგროვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი