ეკონომიკური ფორუმის კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფმა მოხსენება გამოაქვეყნა

0
1590

კრიპტოვალუტა დღითიდღე უფრო მეტად და მეტად იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ამასთანავე, ქვეყნების ეკონომიკურ დღისწესრიგში კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხიც დგას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფმა გუშინ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელიც ციფრული აქტივების გამოყენებას ეხება.

38-გვერდიან მოხსენებაში, ფორუმის გლობალური მომავლის საბჭო კრიპტოვალუტებზე საუბრის დროს ხაზს უსვამს ციფრული აქტივების გამოყენების სხვადასხვა შემთხვევას.

”საბჭომ შექმნა ეს ბროშურა, რათა ხაზი გაუსვას კომპანიების, პროტოკოლებისა და პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენს გამოყენების მრავალფეროვნებას კრიპტოვალუტებისა და მათ მიერ გაძლიერებული ქსელების გამოყენების შემთხვევებისთვის”,-ნათქვამია მოხსენებაში.

ათეულის ჩამონათვალში კრიპტოვალუტის მაჩვენებელი ერთგვერდიანი რეზიუმეების საშუალებითაა წარმოჩენილი, რომლებიც ასახავს პროექტის მიზნებს, განხორციელების სტრატეგიასა და საკვანძო მაჩვენებლებს.

შეგახსენებთ რომ, ეკონომიკურ ფორუმზე კრიპტოვალუტის გარდა Blockchain ტექნოლოგიის საკითხიც აქტუალურია. მაგალითად, შარშან გამართულ ფორუმზე ქვეყნებმა ერთხმად განაცხადეს, რომ Blockchain ტექნოლოგია უსაფრთხოების კუთხით ლიდერობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი