გუშინ, უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში საჯარო შეთავაზების რეგისტრაციის პროექტი შეავსო. ამის შემდეგ, კვლევითმა კომპანია Messari-მ ბირჟა 28 მილიარდ დოლარად შეაფასა.
კომპანიამ შეისწავლა ბირჟის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტი, როგორიცაა: ვაჭრობა, მეურვეობა და სადებეტო ბარათები.
უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟა მსოფლიოში, რომლის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ამასთანავე, მნიშნელოვანია რომ, ნოემბერში ინფორმაცია გავრცელდა საგადასახადო სამსახურის მიერ Coinbase-ის მომხმარებლების შემოწმების შესახებ.
კალიფორნიის საგადასახადო სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ინვესტორებს აფრთხილებდა. გაფრთხილება არავითარ საგანგაშო ინფორმაციას არ შეიცავდა, მაგრამ შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახური ინვესტორებს უცხადებდა, რომ Coinbase-ის მომხმარებლებს სერიოზულად ეკიდებოდა.
კომპანიის ლიცენზირებული საგადასახადო იურისტები აცხადებდნენ, რომ ისინი თვალყურს ადევნებდნენ IRS სააღსრულებო მოქმედებების ზრდას Coinbase–ის მომხმარებლების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ თავიანთ საგადასახადო და საანგარიშო მოთხოვნებს.