აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სამართლებრივი გამოწვევების მოსაგვარებლად კრიპტო ექსპერტებს ეძებს

0
1235

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამართლებრივი გამოწვევების მოსაგვარებლად კრიპტო ექსპერტებს ეძებს.

FinCEN–მა გამოაქვეყნა ვაკანსიები ორი გახმაურებული კრიპტოვალუტის პოზიციისთვის. უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზაცია რჩევების მისაღებად კრიპტო ინდუსტრიის შესახებ ექსპერტებს ეძებს.

პოზიცია მიზნად ისახავს ექსპერტების მოძებნას, რომლებიც შეაფასებენ ფინანსურ საფრთხეებსა და რისკებს. გარდა ამისა, ანალიტიკოსებს ევალებათ დეპარტამენტის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

FinCEN–მა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ იგი მოელის ახალი ექსპერტების მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ უკიდურესად რთულ და მგრძნობიარე დავალებების შესრულებას, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისთვის რჩევისა და სხვა მითითებების გაცემას.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, შეიზღუდა კრიპტო მომსახურების ბიზნესი, მათ შორის ეს ეხება აშშ –ში რეგისტრირებულ ციფრული ვალუტის ბირჟებსაც. საქმე ეხება ე.წ. დაფარულ საფულეებთან ურთიერთობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი