ეთერიუმის კურსი ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 19%-ით არის გაზრდილი

0
1837

ბიტკოინის ფასის მატების პარალელურად ანალიტიკოსები ეთერიუმის უახლოეს მომავალში ოთხნიშნა ფასს უწინასწარმეტყველებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი განაგრძობს ყველა დროის მაღალი ნიშნულების “დაპყრობას”, მოსალოდნელია რომ, 2021 წელს ეთერიუმის კურსი საგრძნობლად გაიზარდოს.

რაც შეეხება ფასის მონაცემებს: CoinMarketCap-ის თანახმად, გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 589 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 636 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 582 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ალტკოინზე ვაჭრობა კი 636 დოლარზე დაიხურა.

ამ დროისთვის ეთერიუმის კაპიტალიზაცია 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 19%-ით გაიზარდა.

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კი ალტკოინის ღირებულებამ 12%-ით მოიმატა.

ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსის ნიშნული 660 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი