Cypherpunk Holdings-ი ბიტკოინის მფლობელია

0
1227

Cypherpunk Holdings-ი ბიტკოინის მფლობელი სიდიდით მე-9 კომპანია ხდება.

Cypherpunk Holdings-ი კონფიდენციალურობის კონცენტრირებული კანადური საინვესტიციო კომპანია, ზრდის თავის წილს ბიტკოინში. მათ 2020 წლის ივნისიდან საკუთარ ბიტკოინ აქტივებს დაამატეს 72.979 ბიტკოინი.

კომპანიამ დააფინანსა შენაძენი მონეროსი და ეთერიუმის სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციით.

ამ შენაძენის შემდეგ, Cypherpunk–ს ახლა ჯამში აქვს 276.479 ბიტკოინი, რაც მას სიდიდის რიგით მეცხრე ბიტკოინის მფლობელ კომპანიად აქცევს მსოფლიოში.

ამჟამინდელი მნიშვნელობით, Cypherpunk-ის წილი ბიტკოინში 4.8 მილიონი დოლარია.

Cypherpunk Holdings–ს, რომელიც ვაჭრობს კანადური ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, აქვს რამდენიმე სხვა აქტივიც, მათ შორის Wasabi Wallet-ი და Samourai Wallet-ი.

კომპანია ასევე ინვესტირებას ახდენს Hydro66- ში, მწვანე ინფრასტრუქტურის პლატფორმაში და “ჭკვიანი ხელშეკრულების” პროტოკოლში, Chia Network-ში.

კომპანიას მართავს ანტანას გუოგა, ლიეტუველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ახლა ის მუშაობს ლიეტუვის მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში. მანამდე იგი მსახურობდა ევროპარლამენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი