კომპანია VanEck-მა აშშ-ს ბაზარზე პოზიცია დაიკავა.
კომპანია VanEck-მა პირველად 2019 წელს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიისგან მიიღო ნებართვა ბიტოინით ვაჭრობაზე. თუმცა კომპანიის ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ამის შემდეგ იმავე წელს ამერიკის ბირჟაზე ვაჭრობის ფონდს მიმართეს ნებართვისათვის, მაგრამ ამ მიმართვამაც შედეგი არ გამოიღო.
წელს კი, VanEck-მა საბოლოოდ მიიღო ოპერირების ნებართვა.
ამასთანავე, კომპანიის ციფრული აქტივის სტრატეგის, გაბორ გურბაჩის განცხადების თანახმად, პროდუქტი უფრო მეტია, ვიდრე ბირჟაზე სავაჭრო შესაძლებლობა.
VanEck Vectors Bitcoin ETN მხარს უჭერს 100% ფიზიკურ ბიტკოინს და ინვესტორებს სთავაზობს პირდაპირი ზემოქმედებას ბიტკოინის ბაზარზე.
პროდუქტის მენეჯერმა დომინიკ პოიგერმა განმარტა:
”ჩვენი Bitcoin ETN სრულად არის უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ ETN– ში ჩადებული თანხა რეალურად გამოიყენება ბიტკოინის შესყიდვისთვის. ამ გზით, თითოეული ETN წარმოადგენს ბიტკოინის გარკვეულ რაოდენობას”.