PayPal-ი კრიპტოვალუტის სექტორს განვითარებაში დაეხმარება

0
1498

PayPal–ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციფრული ვალუტის განვითარებას.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დენ შულმანი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა მეინსტრიმის მიღების პირასაა, რადგან სულ უფრო მეტი ბიზნესი და მომხმარებელი ირჩევს ციფრული გადასახადებისა და ვალუტის ციფრული ფორმებს.

CNBC-სთან ინტერვიუში შულმანმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ საზოგადოებაში ციფრული აქტივების მოხმარებისაკენ სწრაფვა დააჩქარა.

ამასთანავე, PayPal–ს სურს იყოს მიმდინარე ციფრული გარდაქმნის სათავეში. აღმასრულებელმა დირექტორმა მოიშველია სტატისტიკა და განაცხადა, რომ ნაღდი ფულის ბრუნვის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ამის ფონზე კი 40 და 70 პროცენტამე გაიზარდა ციფრული აქტივების მომხმარებელთა რაოდენობა.

PayPal-ი უბრალოდ კი არ უწყობს ხელს კრიპტოვალუტების შეძენასა და საზოგადოების დაინტერესებას, არამედ ცდილობს გარემო პირობებზე მორგებასაც.

ამით მომხმარებლებს მაქსიმალურად ხელს უწყობს, რათა მათ ისარგებლონ ციფრული ვალუტებით, გადაიხადონ გადასახადები და ა.შ.

დენ შულმანმა ასევე ისაუბრა მომავალი წლის გეგმაზე. მან განაცხადა, რომ კომპანია ციფრული ვალუტის კუთხით კლიენტებს მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი