BitPay Deloitte-ის 500 საუკეთესო კომპანიის შორის მოხვდა

    კრიპტოვალუტები, მათი მწარმოებელი კომპანიები თუ მათით მოვაჭრეები, როგორც წესი ყურადღების ცენტრში არიან.

    ბოლოდროინდელი მონაცემებისა და ეკონომიკურ სისახლეების გათვალისწინებით, გრძელ ჩამონათვალს ბიტკოინის გადახდების კომპანია, BitPay-ც შეუერთდა.

    კომპანია მოხვდა ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკის წამყვან 500 კომპანიას შორის. აღნიშნულ სტატისტიკას საბუღალტრო ფირმა, Deloitte-ი ყოველწლიურად აკეთებს.

    აღნიშნული ფირმა კომპანიას ხედავს სწორედ ამ ხუთას კომპანიას შორის, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში ეკონომიკურ სიტუაციას წარმართავენ.

    BitPay ტექნოლოგიურ კომპანიად არის დარეგისტრირებული და ის ამჟამად 341-ე პოზიციას იკავებს. BitPay-მ, ცოტა ხნის წინ, გადაუსწრო ისეთ დიდ სოციალური მედიის პლატფორმას, როგორც Pinterest-ია, რომელიც 348-ე ადგილს იკავებს.

    ”რანჟირება შედგენილია წარმოდგენილი განაცხადებისა და საზოგადოებრივი კომპანიის მონაცემთა ბაზის კვლევის საფუძველზე, ხოლო გამარჯვებულები შეირჩევიან ფისკალური წლის პროცენტული ზრდის საფუძველზე, სამი წლის განმავლობაში”,- ნათქვამია Deloitte-ის ვებგვერდზე.

    Arrowhead Pharmaceuticals-ი პირველ ადგილზეა პრესტიჟულ ჯგუფში, რომელიც უზარმაზარ წლიურ ზრდას აფიქსირებს და ის 106,508%-ს შეაგენს. კომპანია BitPay კი 290%-იანი ზრდით 341-ე ადგილზეა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *