ბიტკოინის ფასის სამიზნე დონე 19.000 დოლარია

0
1567

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის კურსი მკვეთრ მატებას აჩვენებს. ბიტკოინი ნელ-ნელა თავის ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ეს კი 20.000 დოლარის დონეს გულისხმობს.

ანალიტიკოსების თქმით, კრიპტოვალუტამ 17.600 დოლარის ნიშნული უკვე გადალახა და ამიტომ მომდევნო სამიზნე დონე 19.000 დოლარი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 16.08%-ით არის გაზრდილი.

ამ ეტაპზე კურსი 17.900 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.

ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში, თუკი ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარის ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 22.600 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება, მაშინ ბიტკოინი 14.000 დოლარის ფარგლებში დაიწყებს მოძრაობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 66.5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 333.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი