რობერტ ბენჩი: სტაბილკოინი უსაფრთხოების პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს

0
1454

სტაბილკოინის გამოშვების შესახებ კონფიდენციალურობა უნდა იყოს მთავარი სამსჯელო საკითხი.

ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების დირექტორი, რობერტ ბენჩი მიიჩნევს, რომ ციფრული ფულის შექმნისას ყურადღება პირველ რიგში უნდა გამახვილდეს კონფიდენციალურობაზე და არა, მისი დარღვევის შემთხევაში გატარებულ პრევენციულ ზომებზე.

”კონფიდენციალურობის საკითხი არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ კრიტიკულად, ტექნიკური თვალსაზრისით. ჩვენი დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ კონფიდენციალურობის საკითხი უნდა იქნას განხილული სტაბილკოინის შექმნის ჯერ კიდევ ფუნდამენტში, ასე ვთქვათ არქიტექტურის ადრეულ ეტაპზე.

კონფიდენციალურობის უსაფრთხოების თემა უნდა მოვაქციოთ ოპტიმალური განსჯის ჩარჩოებში, რადგან დღესდღეობით კრიპტოვალუტის სფეროს უპირველესი საზურნავი პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფაა”,-აღნიშნა ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების დირექტორმა.

ბენჩის კომენტარები გაკეთდა კრიპტო პანელზე, განხილვისას, გასულ კვირას. მან უპასუხა პანელის მოდერატორისა და აშშ– ს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის ყოფილი კომისიის თავმჯდომარის კრის ჯანკარლოს კითხვას, რომელმაც სთხოვა დაეფიქსირებინა თავისი აზრი კონფიდენციალურობის პარამეტრებზე, როდესაც საქმე აშშ-ს ფულის და ციფრული ფულის უსაფრთხოებას შეეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი