იაპონურმა კომპანიამ Blockchain-ზე დაფუძნებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა შეიმუშავა

0
1394

იაპონურმა კომპანიამ, “ლეიერ იქს ლაბმა” Blockchain-ზე დაფუძნებული ხმის მიცემის პროტკოლი შეიმუშავა, რომელიც ხელს შეუწყობს Blockchain-ის გამყარებას და მას ადგილობრივ ბაზარზე შეუცვლელს გახდის.

პროექტის ასევე ითვალისწინებს „ჭკვიანი ქალაქის“ აშენებას.

აღნიშნული ხმის მიცემის იდეაც სწორედ ამ ინიციატივის ნაწილია.

ტოკიოში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი სისტემა დააკმაყოფილებს ელექტრონული ხმის მიცემის ტექნიკურ საჭიროებებს, მათ შორის ორმაგი ხმის მიცემის პრევენციის, ხმის მიცემის შინაარსის ზუსტი შენახვის, ამომრჩეველთა კონფიდენციალურობისა და ოპერაციული ჩანაწერების საკითხში.

გარდა ამისა, ის საშუალებას მისცემს ამომრჩეველს შეამოწმოს საკუთარი ხმის მიცემის შედეგები, უზრუნველყოს კრიპტოგრაფიული შესაძლებლობა, დაადასტუროს, რომ Blockchain ქსელში ხმების ჩაწერისა პროცესი სწორად შესრულდა.

ამ პროექტით კომპანია ცდილობს ადგილობრივ მთავრობაში ახალი ხმის მიცემის სისტემის დანერგვასა და სამომავლო ხელშეწყობას, რაც ცალსახად დაეხმარება და აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი