ბიტკოინის მფლობელი სენატში მოხვდა

0
1489

ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სინტია ლუმისმა, სენატში ადგილი მოუგო დემოკრატების წარმომადგენელ, ბენ დევიდს ხმების 73.1%-ით. სინტია ლუმისი აპირებს, რომ ხელს შეუწყოს კრიპტო ინსტიტუციების განვითარებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ხელს უწყობს მსგავსი იდეების მქონე კანდიდატებს, რადგან მთავრობა ცდილობს კრიპტოვალუტის საკითხში გარკვევას.

Fortune–ის ანგარიშის თანახმად, ლუმისი იყო ბიტკოინის “ადრეული მყიდველი”. როგორც ცნობილია, მან 2013 წელს ბიტკოინი პირველად იყიდა.

ბიტკოინის ყიდვა ოჯახის წევრმა, უილ კოულმა ურჩია. ის 2019 წლის დეკემბრიდან მთავარი პროდუქტის ოფიცრად Blockchain ტექნოლოგიის ფინანსური მომსახურების კომპანია, Unchained Capital–ში მუშაობდა.

”სინტიას სჯერა რომ ბიტკოინი არ არის უბრალოდ ციფრული აქტივების ახალი საშუალება. მას სჯერა მთლიანად ბიტკოინის ფილოსოფიის”, – აღნიშნა ფინანსური ფირმის ”ავანტის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეითლინ ლონგმა.

მოგვიანებით მან Twitter-ზე დაწერა, რომ სინტია ლუმისს სურს დაიცვას ბიტკოინი ზოგიერთი მკაცრი ფედერალური კანონისაგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი