Layer1-ის თანადამფუძნებელი ყოფილ ბიზნეს პარტნიორს სასამართლოში უჩივის

0
1344

აშშ-ში დაფუძნებული მაინინგის კომპანიის Layer1– ის თანადამფუძნებელმა, ჯაკოვ დოლიჩმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის თავისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის, ალექსანდრე ლიგელის უჩივის.

30 ოქტომბერს შევსებული სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ჯაკოვ დოლიჩი ირწმუნებოდა, რომ ალექსანდრე ლიგელმა ვერ შეძლო კომპანიისთვის თანხების შეგროვება.

შედეგად, ჯაკოვ დოლიჩმა თქვა, რომ მას მაინინგის კომპანიისთვის ელექტროსადგურის შესაძენად საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადა 16,24 მილიონი დოლარი. მან ასევე განაცხადა, რომ დამატებითი 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქარხნის გაფართოებისთვის.

ჯაკოვ დოლიჩმა ჩადებული ინვესტიციები გარკვეული დროის შემდეგ მოგებად აქცია და კანონიერ ფარგლებში მოაქცია. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ლიგელს უჩივლა კომპანიის ანგარიშებიდან თანხების უნებართვო გატანის გამო. ამის შემდეგ ალექსანდრე ლიგელმა კომპანია დატოვა.

სასამართლოში შეტანილი სარჩელით ჯაკოვ დოლიჩი იმედოვნებს, რომ დაამტკიცებს საკუთარი სახსრებით შეძენილი კომპანიის აქტივების ნამდვილობას.

თუმცა სასამართლო წინასწარი ვარაუდის სახით აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯაკოვ დოლიჩმა კომპანია საკუთარი სასრებით გაანვითარა და უშუალოდ მფლობელისაგან ყიდულობდა საჭირო ნედლეულს, თანადამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება დოლიჩის საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი