შვეიცარია ბიტკოინს ბიზნესის დასახმარებლად გამოიყენებს

0
1159

შვეიცარიის დაბა ვეციკონში მთავრობა კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რათა ადგილობრვ მცირე ბიზნესს კოვიდ 19-ისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში დაეხმაროს.

250.000 შვეიცარიული ფრანკის პირველადი დახმარების გაცემა მუნიციპალური საკრედიტო ხაზით მოხდება, რომელიც გამოყოფილია კორონავირუსისთვის და გადაეცემა ვეციკონის დაახლოებით 25.000 მცხოვრებს. თითოეულ მაცხოვრებელს კი, 10 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების eCoupon-ი შეხვდება.

მოსახლეობას შეეძლება თანხის გაცემა სმარტფონების აპლიკაციის, “ecoo”- ს საშუალებით, რომელიც დახმარების პროგრამას გამოიყენებს, ეს იქნება გამოცდა სამომავლო პლატფორმისთვის.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მთავრობებს და ღონისძიებების მომწყობებს ფინანსების განკარგვაში, ვინაიდან ამ აპლიკაციის ფუნქციაა საფულეში თანხის პირდაპირ გადარიცხვა.

ეს კრიპტოვალუტის პლატფორმა მუშაობს Tezo-ს ტექნლოგიაზე და სამომავლოდ უზრუნველყოფს პანდემიით დაზარალებულ ბიზნესის გამარტივებულ რეაბილიტაციას.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტით დონაციას არაერთი ორგანიზაცია იღებს. მაგალითად, ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით იღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი