ავსტრალიის სარეზერვო ბანკი სტაბილკოინის კვლევას იწყებს

0
1103

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის განცხადების თანახმად, ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორობას გაუწევს თანამეგობრობის ბანკს, ავსტრალიის ეროვნულ ბანკს, ფინანსური მომსახურების კომპანიას, Perpetual-ს და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ConsenSys-ის პროექტს.

პროექტის მიზანია შეისწავლის კრიპტოვალუტის პოტენციური გამოყენების შესაძლებლობებს, ქვეყანაში ციფრული ვალუტის, ეთერიუმზე დაფუძნებული განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენებით.

ბანკმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ბაზრის საბითუმო მოვაჭრეების აქტივების შესწავლას, რამდენად იყენებენ ისინი მათ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, ასევე სინდიკატური სესხების გაცემის სტატისტიკას, რომელიც ჯაჭვურად ახდენს ანგარიშსწორებას. ბანკის მმართველის თანაშემწემ, მიშელ ბალოკმა ასევე აღნიშნა:

”ამ პროექტით ჩვენ მიზნად ვისახავთ სტაბილკოინის ეფექტურობის, რისკის მენეჯმენტისა და ინოვაციებს საბითუმო ფინანსური ბაზრის გარიგებებში არსებულ და სამომავლო პოტენციალის შესწავლას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზრებზე სტაბილკოინის გამოყენების საკითხი ღიად რჩება, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ინდუსტრიის პარტნიორებთან იმის გასარკვევად, აქვს თუ არა მომავალი როლი ავსტრალიის საბითუმო გადახდების სისტემაში სტაბილკოინს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი