31 ოქტობერს ბიტკოინის ფასმა 14.000 დოლარის დონეს გადააჭარბა. ეს კურსი 2018 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
12 წლის წინ, 2008 წლის 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ ბიტკოინის whitepaper-ი გამოაქვეყნა.
whitepaper-ის გამოშვების შემდეგ, ბიტკოინმა ფასის ზრდის სხვადასხვა ტრაექტორია აჩვენა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინის კურსი ასე გამოიყურებოდა: 2013 წელს ბიტკოინის ფასი მხოლოდ 400 დოლარი იყო; 2014 წელს კრიპტოვალუტის კურსმა 657 დოლარს მიაღწია; 2015-2016 წლებში ფასი 300-დან 700 დოლარამდე მერყეობდა; 2017 წლის ბოლოს კი კრიპტოვალუტის ფასმა 20.000 დოლარს მიაღწია.
ბიტკოინის მფლობელი მილიარდერი ტყუპი ძმები კამერონ და ტეილორ უინკლევოსები კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას აცხადებენ, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.
ბიტკოინის ფასის ცვლილება ძმებს აფიქრებინებს, რომ მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი გახდება. ისინი შედარებას ოქროს მომავლის კაპიტალიზაციასთანაც აკეთებენ, როდესაც ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია 7 ტრილიონი დოლარი იქნება.
თუმცაღა, უინკლევოსები ამბობენ, რომ ბიტკოინი აუცილებლად დაძირავს ოქროს.