ესპანელ კანონმდებლებს კრიპტოვალუტა ინდუსტრიის პოპულარიზაციის მიზნით დაერიცხათ

0
1398

ესპანეთის ქვედა პალატის 350-მა წევრმა მიიღო 1 ევროს ექვივალენტი კრიპტოვალუტით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი, როგორც ქველმოქმედება არ განიხილება.

როგორც ესპანური ამბების სააგენტო ABC იუწყება, პროექტს “ტუტელუსი” უძღვება, დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის სექტორში განათლების დონის ზრდას.

სწორედ ამ მიზეზის გამო ქვედა პალატამ, ანუ დეპუტატების 350 წევრმა დილით აღმოაჩინა რომ მათ ჰქონდა 1 ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა თავინათ ანგარიშებზე.

“ტუტელუსი” აცხადებს რომ ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს რეგიონში კრიპტოვალუტის მიმართ ცნობიერების ამაღლებას.

”ჩვენ თქვენს საპატიო წევრებს ავუხსენით, რომ სამყარო დღეს საფუძვლიან ცვლილებებს განიცდის ფულის გამოყენების საკითხში. ამ აქციით კი ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კრიპტოვალუტის მნიშვნელობის ხაზგასმას”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

“ტუტელუსის” მხარდამჭერმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა არ არის შემოწირულობა და დაადასტურა, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, კარგად იცნობდეს კრიპტოვალუტის სექტორს.

თავმჯდომარის თქმით, მათთვის, ვისაც კრიპტოვალუტის გამოყენების გამოცდილება ჯერ არ აქვს, ეს არის შესაძლებლობა, სექტორის შესახებ მეტი გაიგონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი