კრიპტო ბირჟები სწრაფი ტემპით ქრება.
2020 წელს დაახლოებით 75 ციფრული ვალუტის ბირჟა დაიხურა ჰაკერების თავდასხმის ან სხვა მიზეზის გამო.
Crypto Wisser Exchange Graveyard– ის თანახმად, ხუთი ბირჟა თაღლითების მსხვერპლი გახდა.
ნიდერლანდებში დაფუძნებულმა NLexch-მა და ჩილეს “ჩილებიტმა” 2020 წელს დროებითი შეწყვიტეს მომსახურეობა.
არსებობს მიზეზები, რომლებიც ხსნის იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება მცირე კრიპტობირჟების არსებობის შენარჩუნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მარეგულირებელი სისტემაა.
ბირჟების უმრავლესობამ უბრალოდ ვერ შეძლო მარეგულირებლის მიერ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
გასულ კვირას საბანკო რეგულაციების დარღვევის გამო BitMEX-ის აღმასრულებელთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა. კრიპტო უსაფრთხოების კომპანიამ, Chainalysis-მა ბირჟას ”მაღალი რისკის” შეფასება მისცა.
ამასთანავე, უსაფრთხოების კომპანიამ გაფრთხილება გამოსცა, რომელიც სამთავრობო უწყებებს, ბანკებსა და სხვა ბირჟებს გადაეგზავნა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერი კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელსაც სასამართლოში დავა აქვს სისხლის სამართლის ბრალდებით “მაღალი რისკისმქონედ” უნდა იქნეს მიჩნეული.