იაპონურმა ფინანსურმა გიგანტმა, SBI-მ კრიპტოვალუტის ბირჟა შეიძინა

0
1505

იაპონიის უდიდესი ონლაინ ფინანსური კონგლომერატი, SBI Holdings-ი, ახლა ორ ლიცენზირებულ კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას ფლობს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, 7 ოქტომბერს, SBI–ს სავალუტო ლიკვიდურობის ბაზარმა შეიძინა TaoTao–ს ყველა აქცია, რამაც აღნიშნული კომპანია მის შვილობილ კომპანად აქცია.

კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს კრიპტო სავაჭრო მომსახურებას, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული საწარმოს კაპიტალის SBI VC Trade- ის საშუალებით.

SBI–ს თანახმად, TaoTao–ს შენაძენი ხელს შეუწყობს კომპანიას ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებაში.

SBI ჯგუფი მომავალში გამოიყენებს ამ შენაძენს როგორც, ფინანსური ჯგუფის ცოდნის, მომხმარებელთა და მომსახურების საექსპერტო ბაზას.

უნდა აღინიშნოს, რომ TaoTao–ს ციფრულ სექტორში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს.

აღნიშნული გარიგება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ბაზრისათვის, რადგან TaoTao ჩართული იყო 9-თვიან მოლაპარაკების ალიანსში, რომელიც მიზნად ისახავდა იაპონიაში ციფრული ვალუტის ბირჟების საერთო ინიციატივის შემუშავებას.

კომპანიამ მოულოდნელად მიატოვა მოლაპარაკება და აქციები გაყიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი