ბულგარული კრიპტო ბირჟის მფლობელი თაღლითური საქმიანობისთვის დააკავეს

0
1330

ბულგარეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟის მფლობელი აღმოსავლეთ ევროპის კიბერ თაღლითობის სინდიკატისთვის ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული.

53 წლის ბულგარეთის მოქალაქე და “RG Coins” კრიპტოვალუტის ბირჟის მფლობელი, როსენ იოსიფოვი ტრანსნაციონალური თაღლითობის სქემის ფარგლებში არის დაკავებული.

ორკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს.

ამასთანავე, გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ –ს მინიმუმ 900 მოქალაქე მონაწილეობდა სქემაში, რომლის თანახმადაც, იოსიფოვის რუმინეთში მყოფი თანამზრახველები ავრცელებდნენ რეკლამებს პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა eBay და Craigslist-ი.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღლითები თავიანთ მსხვერპლს აწვდიდნენ თაღლითურ დოკუმენტებსა და ინვოისებს, რომელთაც გააჩნიათ რეპუტაციისმქონე კომპანიების სავაჭრო ნიშნები.

მას შემდეგ, რაც კლიენტები გადაიხდიდნენ იოსიფოვი თანხებს კრიპტოვალუტაში გადაიტანდა და შემდეგ ფულს ათეთრებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ როსენ იოსიფოვი მე-17 ბრალდებულია, რომელიც მსჯავრდებულია ამ საქმეზე. ამჟამად კიდევ სამი ადამიანი მიმალულია.

შეგახსენებთ რომ, კრიპტოვალუტის ბირჟა RG Coins-ი 2014 წლის აპრილში დაარსდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი