2 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1160

პარასკევს, 2 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

სექტემბრის ბოლოს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ბიტკოინის კურსი მერყევი გახდა. ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.46%-ით შემცირდა. საბოლოოდ კი, ფასი 10.533 დოლარზე დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა მოახერხა და დღის გარკვეულ მანძილზე 10.600 დოლარამდე ვაჭრობდა, საბოლოოდ, ფასი მაინც 10.500 დოლარის ფარგლებში გაჩერდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 1.89%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1.31%-ით შემცირდა. ალტკოინის ღირებულებამ კი 345 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსი 3.09%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 335.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი