კრიპტოვალუტის ბირჟა, Gemini მომხმარებელს მეტ უსაფრთხოებას ჰპირდება.
”მარეგულირებელს შეუძლიათ კომფორტულად იმოქმედონ კონფიდენციალურობის დამცავი კრიტერიუმებით”, – აცხადებენ უინკლევოსები.
გასული კვირიდან ბირჟა მონეტების უსაფრთხო განაღდებას უკვე ახერხებს, რაც საშუალებას არ აძლევს მაგალითად ჰაკერს თვალი მიადევნოს ტრანზაქციას, რადგან არსებული განატანები კვალს არ ტოვებს.
ამასთანავე, ძმები უინკლევოსების აზრით, კრიპტოვალუტის რეგულირება და მომხმარებელთა თავისუფლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების თვალსაზრისით ცნობილია ტყუპების მოსაზრება. მარეგულირებლის წესების მიმართ ისინი პოზიტიურად არიან განწყობილნი.
რამდენიმე დღის წინ პიტერ მაკქორაქთან ინტერვიუს დროს ძმებმა განმარტეს, რომ კრიპტოვალუტების საყოველთაო მიღება გარკვეულწილად მარეგულირებელ სისტემასთან არის დაკავშირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ძმები ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევიან.
მათ განაცხადეს, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.