გლობალური კრიპტოვალუტის საზოგადოების მთავარმა მოთამაშეებმა ევროკომისიას მიმართა.
სანდო Blockchain პროგრამების საერთაშორისო ასოციაციამ INATBA-მ გამოაქვეყნა თავდაპირველი პასუხი ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ კრიპტო აქტივების ბაზრების რეგულაციებზე. ასოციაციაში წარმოდგენილია ისეთი კრიპტო კომპანიები, როგორიცაა რიპლი, ConsenSys-ი და Iota.
INATBA–ს წევრებმა ევროკომისიის განცხადებაზე ინდუსტრიის შეშფოთება გამოხატეს.
მიუხედავად იმისა, რომ INATBA ზოგადად დადებით ნაბიჯად მიიჩნევს რეგულაციის სისტემის არსებობას, ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა გამოკვეთა მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა.
“პრობლემას წარმოშობს ის ფაქტი, რომ ინოვაციური ინდუსტრია შესაძლოა, ძვირადღირებული და რთული იურიდიული მოთხოვნებით, დაიტვირთოს”,-აღნიშნული იყო ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ, რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გლობალური საზოგადოება ციფრული ვალუტის გაშვებების რისკების შესახებ გააფრთხილა.
ბანკმა განაცხადა, რომ არსებობს მრავალი მოვლენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ციფრული ვალუტის მიმართ ნდობის დაკარგვა.
პირველ რიგში გამომწვევ მიზეზებს შორის, ბანკმა ჩამოთვალა კიბერშეტევა სისტემაში ან ელექტრონული საფულიდან ფულის მითვისება.