ციფრულ სავაჭრო პალატას ახალი წევრები ჰყავს

0
1386

საბანკო საქმის, გადასახადებისა და პოლიტიკის რამდენიმე ლიდერი ციფრულ სავაჭრო პალატას უერთდება.

ციფრულ სავაჭრო პალატაში გაწევრიანდნენ Visa, Goldman Sachs-ი და Six Digital Exchange-ი.

კონგრესის Blockchain ჯგუფის თანადამფუძნებელი, მიკ მილვანი პალატის მრჩეველთა საბჭოს შეუერთდება.

მიკ მულვანიმ თეთრი სახლი მარტში დატოვა.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შესახებ, პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა პერიან ბორინგმა მედიასთან განმარტა, რომ აქცენტი ფართო სპექტრის ექსპერტებით დაკომპლექტებულ პალატაზე კეთდება.

“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შეხედულება, ამავე დროს, როდესაც თქვენ მუშაობთ საჯარო პოლიტიკაზე, თქვენი სამუშაო გავლენას მთელ ეკოსისტემაზე ახდენს. ასე რომ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გესმით ინდუსტრიის სფერო”.

რაც შეეხება Visa-ს საბჭოში დამატებას: Visa–ს კრიპტოპოლიტიკის ხელმძღვანელმა, კუი შეფილდმა განაცხადა: ”Visa მუდმივად იკვლევს ახალ საგადახდო ინოვაციებს, როგორიცაა ციფრული ვალუტა. ამავდროულად, ადამიანები Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი