Bithumb-ი კვლავ პოლიციის ყურადღების ცენტრშია

    მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ყველაზე დიდ ბირჟას, Bithumb-ს პოლიციის მხრიდან არაერთი ჩხრეკა ემუქრება.

    სეულის პოლიციის სააგენტომ 7 სექტემბერს დამატებითი ჩხრეკა ციფრული ვალუტის ბირჟის მთავარ ოფისში ჩაატარა.

    პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკანასკნელი გამოძიება მიზნად ისახავს დამატებითი სამხილების მოპოვებას.

    ადგილობრივი გამოცემის Seoul Shinmun-ის ინფორმაციის თანახმად, სეულის პოლიციის სააგენტოს სადაზვერვო დანაშაულის განყოფილებამ 2 სექტემბერს Bithumb-ის ოფისი პირველად გაჩხრიკა.

    როგორც ცნობილია, უკანასკნელი შემოწმებები დაკავშირებულია პოლიციის მიმდინარე გამოძიებასთან. გამოძიება კი, სავარაუდო ფინანსური თაღლითობის შესახებ არის დაწყებული.

    გამოძიების ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟის ერთ-ერთ მომხმარებელს 25 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

    შეგახსენებთ რომ, 2018 წელს Bithumb-ი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა ბირჟიდან 30 000 000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

    ამ ფაქტის შემდეგ სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *