სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტრუქტურები Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობენ

0
1280

სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი ერთეულები Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებენ.

ქვეყნის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტო ოქტომბრიდან სმარტფონების აპლიკაციის საშუალებით Blockchain-ზე პირადობის მოწმობის სისტემას ქმნის.

ამჟამად მიმდინარეობს საპილოტე ტესტირება, რათა ქსელი ხელმისაწვდომი იყოს ყველა თანამშრომლისთვის.

თანამშრომლების ახალი ID სისტემა საშუალებას მისცემს მათ Blockchain პლატფორმის გამოყენებით მონაცემთა ბაზაზე ჰქონდეთ უსაფრთხო და სწრაფი წვდომა.

აგვისტოს შუა პერიოდში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის სიდიდით მეოთხე ქალაქი, დაეგუ Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნვას იწყებდა.

მაშინ ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი Blockchain-ისა და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიმართულებით დაიხარჯებოდა.

აღსანიშნავია რომ, სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს.

მაისის თვეში კი სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა რამდენიმე პროექტის შექმნა დაასრულა. შემუშავებული პროექტის შედეგადა შეიქმნა 380 Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილი.

ამ პროექტებისთვის 110 მილიონ დოლარზე მეტი ახალი ინვესტიცია განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი