პიტერ შიფი: ბიტკოინმა სექტორიდან გაქრობის პროგნოზი არ გაამართლა

0
1200

ბიტკოინის ფასის ვარდნის მიუხედავად, კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა, პიტერ შიფმა განაცხადა, რომ ბიტკოინი “არ ჩამოიშალა”.

მისი ეს განცხადება უკავშირდება წინა თვეში ოქროსა და ბიტკოინის ფასების ზრდას.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, პიტერ შიფი გამოირჩევა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით ბიტკოინისა და ზოგადად ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ.

შარშან სოციალურ მედიაში გამართულ დისკუსიაში, პიტერ შიფმა განაცხადა, რომ ბიტკოინი 50.000 დოლარს ვერასდროს მიაღწევდა.

პიტერ შიფისგან განსხვავებით, ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერი პოზიტიურად არის განწყობილი ბიტკოინის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მისი აზრით, ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. თუმცა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როდის დაფიქსირდება ბიტკოინის ფასის ნიშნული ასეთ მაღალ დონეზე.

ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ, ბიტკოინის ფასი ბოლო რამდენიმე დღეა საგრძნობლად არის შემცირებული. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი