შვეიცარიაში ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საჭირო თანხის გადახდა კრიპტოვალუტით მოხდება

0
1839

შვეიცარიის ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი პროვაიდერი უზრუნველყოფს, რომ კლიენტებმა დაზღვევის გადახდა ბიტკოინითა და ეთერიუმით შეძლონ.

31 აგვისტოს განცხადების თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევა პარტნიორობას უწევს კრიპტო ფინანსური მომსახურების კომპანია Bitcoin Suisse- ს, მისი 200,000 მომხმარებლისთვის, რათა გადახდა კრიპტოვალუტის გამოყენებით მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი კანონის მიმართ უნიკალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც შვეიცარიას კრიპტოვალუტის ცენტრად აქცევს.

იოჰან შნაიდერ-ამანი, რომელიც 2016 წელს შვეიცარიის პრეზიდენტი იყო, Crypto Valley Venture Capital-ის საბჭოს შეუერთდა.

მედიასთან საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, Blockchain ტექნოლოგია შვეიცარიის მომავლის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

”მე მოხიბლული ვარ ამ ახალი ტექნოლოგიის პოტენციალით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შვეიცარიას უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რათა ქვეყანა მომავლის ტექნოლოგიაში ლიდერი გახდეს”,- განაცხადა იოჰან შნაიდერ-ამანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი