Binance-ი ინდოეთში Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს

0
1455

ინდოეთში დაფუძნებული Binance-ის ფილიალი დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ ჰაკათონს გამართავს. ჰაკათონი ქვეყანაში დეცენტრალიზებული ფინასური ტექნოლოგიების ინოვაციების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

ოფიციალურ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ჰაკათონის საშუალებით ისინი აპირებენ “გადალახონ უფსკრული” ინდოეთში არებულ Blockchain ტექნოლოგიასა და საზოგადოებას შორის.

დაახლოებით ორი თვის წინ Binance-ი ქვეყნის კრიპტო ასოციაციას შეურთდა. ასოციაციის მიზანია კრიპტო ინდუსტრიის განვითარება.

ასოციაცია არის უმაღლესი ორგანო, რომელიც ქვეყანაში ციფრული კომპანიებს წარმოადგენს.

მედიასთან საუბრის დროს ჩენგპენგ ზაომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური აზროვნების არსებობა აუცილებელია, რადგან ციფრული ვალუტის ბირჟა თავისი არსით გლობალური მასშტაბის არის. მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ერთ კონკრეტულ რეგიონზე ფოკუსირებაა.

საინტერესოა, კრიპტოვალუტის ბირჟის გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ბირჟა ინდოეთის კრიპტო სექტორის განვითარებით დაინტერესებულია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ინდოეთში კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით არცთუ პოზიტიური პერიოდია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის იურიდიულად აკრძალვა მოითხოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი