ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინში ინვესტიციას არ განვახორციელებ

0
1171

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიშელ ო’ლერი ბიტკოინის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

The Times-თან საუბრის დროს მან ბიტკოინი ფინანსურ პირამიდას შეადარა და ინვესტორებს ვაჭრობისგან თავის არიდება ურჩია.

”მე არასდროს ჩავდებ ინვესტიციას ბიტკოინში. ჩემი აზრით, ეს თაღლითური ფინანსური სქემის ტოლფასია”,- განაცხადა მიშელ ო’ლერიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსთა ნაწილი მიშელ ო’ლერის პოზიციას არ იზიარებს.

Tudor Investment Corporation-ის დამაარსებელი, პოლ ტიუდორ ჯონსი ბიტკოინის მფლობელია.

დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ კორონავირუსული პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა. ამიტომ ინფლაციის რისკებისგან თავის დასაცავად, ზოგიერთი მილიარდერი ინვესტორი ბიტკოინს ყიდულობს.

“თუკი მომიწევს პროგნოზის გაკეთება უპირატესობას, რა თქმა უნდა, ბიტკოინს მივანიჭებ”,- განაცხადა პოლ ტიუდორ ჯონსმა.

Bloomberg–ის 7 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მილიარდერმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ბიტკოინი მას ახსენებს იმ როლს, რომელსაც ოქრო 1970-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის დროს თამაშობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი