იაპონიის ფინანსთა მინისტრი, ტარო ეისო აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგია შესაძლოა, COVID–ის კრიზისის დაძლევაში იქნას გამოყენებული.
მინისტრი სიტყვით Blockchain-ის გლობალური მართვის კონფერენციაზე გამოვიდა.
ტექნოლოგიის მთავარი მახასიათებელი კი სანდობაა და უსაფრთხოებაა.
ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხე არ შემცირდა, Blockchain-ს შეუძლია კონფიდენციალურობის დაცვა უზრუნველყოს.
ბოლო პერიოდში მედია აქტიურად წერს, რომ აზიის ქვეყნებმა პანდემიის ფონზე Blockchain ტექნოლოგიის განვითარების გზებს მიაგნეს.
კორონავირუსის პანდემიამ აზიის ბევრი ქვეყანა აიძულა, რომ მონაცემები Blockchain-ის სისტემაში განეთავსებინა.
Nikkei Asian-ის სტატია ყურადღებას ამახვილებს ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე.
Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტო მონაცემების პლატფორმა LongHash–მა რამდენიმე დღის წინ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩინეთის Blockchain სექტორი მიუხედავად პანდემიისა, არსებითად გაზრდილია.
კომპანიის განცხადების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 10.000-ზე მეტმა Blockchain კომპანიამ მუშაობა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 24 მილიონი COVID-19 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან იაპონიაზე 60.000-ზე მეტი შემთხვევა მოდის.