მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის მაღაზიათა ქსელი, Starbucks-ი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ ყავის წარმოშობა Blockchain-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად.
როგორც ცნობილია, მომხმარებლებს შეეძლებათ შეფუთვაზე დატანილი კოდების სკანირება ყავის მარცვლების წარმოშობის დასადგენად.
2020 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Starbucks-ის მობილური აპლიკაციით მომხმარებლებს “Bakkt Cash”-ით გადახდა შეეძლებოდათ.
კომპანიის პრეზიდენტმა, ადამ უაიტმა Twitter-ზე გადახდის ახალი საშუალების შესახებ დაწერა:
“ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს. გახსენით თქვენი @Starbucks პროგრამა, რომ ნახოთ ჩვენი პირველი პირდაპირი ინტეგრაცია და შეარჩიეთ @Bakkt-ი, რომ შეძლოთ დარეგისტრირება”.
ამასთანავე, კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის კომპანია Bakkt-თან თანამშრომლობას იწყებდა. როგორც მაშინ კრიპტო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, Starbucks-ი ბიტკოინით გადახდას დაეთანხმებოდა.
თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია Starbucks-მა 2019 წლის უარყო. Starbucks-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიის მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა ბიტკოინით ან სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტით არ იწარმოებდა.