აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები: მოსაზრებები ციფრული ვალუტის ინდუსტრიაზე

0
1861

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს არის დანიშნული.

ამომრჩეველთან შეხვედრის დროს კანდიდატები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.

ამ საკითხებს შორის კი უკვე კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგიაც მოიაზრება.

ჯოან ჯორგენსენი

პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯოან ჯორგენსენი თავისუფალი ბაზრისა და შეუზღუდავი კონკურენციის მომხრეა. კონკურენციაში ბანკები და ციფრული ვალუტის სექტორი იგულისხმება.

“მე გავაუქმებ საბანკო მოთხოვნას “იცნობდე შენს მომხმარებელს” და იმ სხვა კანონებსაც, რომლებიც ჩვენს ფინანსურ კონფიდენციალურობას არღვევს. ბევრი ადამიანი ყიდულობს ბიტკოინს, რადგან მათ პირადი ფინანსური სივრცის ხელშეუხებლობა სურთ. ამიტომაც, მე, ამ უსამართლო კანონების გაუქმებაზე ვაპირებ მუშაობას”,- განაცხადა ჯოან ჯორგენსენმა.

ჯო ბაიდენი

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიდი ალბათობით, ბიტკოინის მომხრეა. ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ხშირად არ საუბრობს, მაგრამ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის მომხრეა.

გარდა ამისა, პოლიტიკურ მოქმედებათა კომიტეტმა, რომელიც ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას ემსახურებოდა, ბიტკოინის შემოწირულების მიღება 2016 წელს დაიწყო.

ელიზაბეტ უორენი

მასაჩუსეტსის სენატორს, ელიზაბეტ უორენს, რომელმაც საპრეზიდენტო კამპანია შეწტვიტა, კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ყოველთვის ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება.

Yahoo Finance- ზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია მომხმარებლების დაზარალებით, რადგან ციფრულ ვალუტას აქვს ფასის ცვალებადობის დიდი ისტორია.

იგი მიიჩნევს, რომ სარგებლის მიღების გარდა, ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ საჭიროა შემუშაავდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ამერიკელ მოქალაქეებს დაიცავს.

დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს ბიტკოინი უბრალოდ არ მოსწონს. 2019 წლის ივლისში, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა პოსტი, რომელშიც კატეგორიულად განაცხადა, რომ ის არ იყო ბიტკოინის გულშემატკივარი.

მისი აზრით, კრიპტოვალუტა ფულის სახეობას არ წარმოადგენს და მათი ღირებულება ძალზე ცვალებადია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ციფრული ვალუტების და Blockchain-ის შესახებ მკაფიო მარეგულირებელი სისტემის შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი