სამხრეთ კორეის სიდიდით მეოთხე ქალაქი, დაეგუ Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს.
ქალაქის ადმინისტრაციამ ახლახანს განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი Blockchain-ისა და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიმართულებით დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს.
მაისის თვეში კი სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა რამდენიმე პროექტის შექმნა დაასრულა. შემუშავებული პროექტის შედეგადა შეიქმნა 380 Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილი.
ამ პროექტებისთვის 110 მილიონ დოლარზე მეტი ახალი ინვესტიცია განხორციელდა.
მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამაში მონაწილე ზოგიერთი კომპანია აზიის 14 ქვეყანაში მუშაობს. ამ ქვეყნებს შორის არის: ინდონეზია, ტაილანდი და ვიეტნამი.
ამასთანავე, მარეგულირებლის შეფასებით, Blockchain ტექნოლოგია სასარგებლო და უსაფრთხოა ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა უძრავი ქონება, მომსახურების სფერო და ა.შ.