რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს

0
1294

რუსეთის ცენტრალური ბანკი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ინვესტიციად არ განიხილება.

რუსეთის ბანკის მმართველის პირველმა მოადგილემ, სერგეი შვეცოვმა ბანკის უარყოფითი პოზიცია კრიპტო ინვესტიციის მიმართ უკვე დააფიქსირა. მან კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდის სქემებს შეადარა.

”რუსეთის ბანკი, როგორც მარეგულირებელი, იმ პოზიციას იცავს, რომ კრიპტოვალუტის შეძენა არ არის ინვესტიცია. ეს უფრო ჰგავს ფინანსურ პირამიდას. არც მთავრობამ და არც ფინანსურმა შუამავლებმა მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის საქმეში ხელი არ უნდა შეუწყონ”,- განაცხადა რუსეთის ბანკის მმართველის პირველმა მოადგილემ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კანონში რუსეთმა ახლახანს შეიტანა ცვლილება, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინდუსტრიის მიმართ კვლავ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

22 ივლისს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო.

ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მესამე მოსმენით მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი