ანალიტიკოსი: არსებული კანონები ციფრული XXI საუკუნისთვის მოძველებულია

0
1693

ტექ.-ანალიტიკოსოს პავოლ ლუფტაკის აზრით, კრიპტოვალუტის ბაზრებმა ხელისუფლების კანონები და წესები შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს. ის მიიჩნევს, რომ არსებული კანონები ციფრული XXI საუკუნისთვის მოძველებულია.

”მე შემიძლია ვთქვა, რომ კოსმოსური ხანის ტექნოლოგია დაგვეხმარება, თავი დავაღწიოთ ბრინჯაოს ხანის მმართველობას. მიუხედავად იმისა, რომ მმართველებს ეს არ მოსწონთ”,- აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მან აგრეთვე დაამატა:

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებთ შეუზღუდავ ვირტუალურ, ონლაინ სამყაროში, ჩვენ მაინც ვცდილობთ შევასრულოთ “ტერიტორიული კანონები”, რომლებიც მოქმედებს ფიზიკური სამყაროსთვის. არა მგონია, რომ ამ აზრს პერსპექტივა ჰქონდეს”.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ლიხტენშტეინის კრიპტო კვლევითმა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ბიტკოინის კურსის მკვეთრი მატება.

კვლევითი ჯგუფის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს ათ წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 400.000 დოლარს მიუახლოვდეს.

კვლევის მიხედვით, ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად, ეთერიუმის, ლაიტკოინის, ბიტკოინ Cash-ისა და Stellar-ის ფასის მატებასაც ელოდებიან.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, ციფრული ვალუტების მკვეთრად გაზრდილი ფასი 2025 წლისთვის არის მოსალოდნელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი