მექსიკის მედია ახალ კვლევას ავრცელებს, რომელიც ცხადყოფს ადგილობრივების მხრიდან ნდობის ნაკლებობას საზოგადოებრივი cloud network-ის უსაფრთხოების მიმართ. ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითური ფინანსური მაქინაციების მატება არის.
გამოკითხვაში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ ბოლო თვეებში ციფრული ვალუტის გამოყენებით კიბერთავდასხმები გახშირდა.
მიუხედავად გახშირებული თაღლითობის შემთხვევებისა, უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკამ კორონავირუსთან ბრძოლაში ციფრული ვალუტა აქტიურად გამოიყენა.
მაისის დასაწყისში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მექსიკაში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა Bitso კრიპტო კომპანიების ინიციატივას შეურთდა. ინიციატივა კორონავირუსთან ბროლაში ციფრული ვალუტის გამოყენებას შეეხებოდა.
კრიპტო კომპანიებმა ფონდი შექმნეს, რომლის მიზანიც COVID-19 კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება იყო.
El Heraldo de México-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახები მიღებული თანხით საკვებისა და პირველადი მოხმარების საშუალებების შეძენას შეძლებდნენ.