Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი: მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დაცვა

0
1300

Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პლატფორმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დაცვით უნდა მოქმედებდეს.

ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი ანალიტიკური პროგრამის ლიცენზირების საკითხზე საუბრობდა. პროგრამაში მომხმარებელთა კონფიდენციალურობა დაცული იყო.

ბრაიან არმსტრონგმა Twitter–ზე Coinbase Analytics-სა და კომპანიის პრაქტიკაზე ისაუბრა.

”ბირჟები, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირებს არსებულ ფინანსურ სისტემაში (მაგ. თქვენი საბანკო ანგარიშიებთან დაკავშირების შესაძლებლობა, თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფულით კრიპტოვალუტა იყიდოთ) უნდა დაიცვან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესები. ეს კი ხშირად მოიცავს Blockchain ანალიტიკური პროგრამის გამოყენებას”,-აღნიშნა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ბოლოს Coinbase-მა ირლანდიის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო.

Coinbase–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირჟა იმ მცირეოდენი კომპანიების ჩამონათვალს შორის მოხვდა, რომელმაც ვაჭრობის ლიცენზია მიიღო.

Coinbase–მა თავისი პირველი ოფისი დუბლინში 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ლიცენზიის მოსაპოვებლად.

“ევროპა წარმოადგენს Coinbase-ისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას და ლიცენზიის მიღება კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია. ირლანდიის ცენტრალური ბანკისგან მიღებული ლიცენზია საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა. ეს ასევე საშუალებას მოგვცემს რეგიონის მასშტაბით უფრო და უფრო განვავითაროთ ჩვენი მომსახურეობა”,- განაცხადა Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი